[მთავარი] [კონტაქტი] [ENG]
განახლებულია 18 ოქტომბერს, 2010 წ.
მთავარი :: სიახლეები

ს ი ა ხ ლ ე ე ბ ი / არქივი

2010 წლის 12 ოქტომბერს საქართველოში აშშ საელჩოს კონსულმა ენდრიუ ჰარტინიმ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა: ,,მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშება”

2010 წლის 12 ოქტომბერს ექსპერტმა აშშ საგარეო პოლიტის საკითხებში ბატონმა ვალტერ რასელ მიდიმ ჩაატარა ლექცია თემაზე: ,,აშშ საგარეო პოლიტიკა”

2010 წლის 9 ოქტომბერი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე საულ ჰერნანდესი და ამავე სამსახურის თანამშრომლი თეა კუჭუხიძე უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ჯონ დოს პასოსოს საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარის, აწსუ ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორის, ფულბრაიტის პროგრამის მონაწილის, პროფ. ვახტანგ ამაღლობელის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად.

2010 წლის 8 ივლისს უნივრსიტეტს ეწვია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე საულ ჰერნანდესი, ამავე სამსახურის თანამშრომლები სოფო ბზიშვილი და თეა კუჭუხიძე. რექტორთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელთა პროგრამა და აწსუ-ში ჩასატარებელი ამერიკისმცოდნეთა V საერთაშორისო კონფერენცია.

5th International Conference on American Studies October 29 - 31, 2010 >>>

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრისა და ჯონ დოს პასოსის საქართველოს ასოციაციის მიერ 2010 წლის 29-31 ოქტომბერს უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით V საერთაშორისო კონფერენცია. >>>

2010 წლის 26 აპრილს საქართველოში აშშ საელჩოს ვიცე-კონსულმა ჯეკი ჰენდერსონმა და ამავე სამსახურის თანამშრომლმა ქეთი მაჭარაძემ გამართეს   პრეზენტაცია - ,,გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში წამსვლელთათვის”.

უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ინიციატივით სტუმრად იმყოფებოდა აიოვას (აშშ )  უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ამერიკისმცოდნე რიჩარდ ჰორვიცი  და საელჩოს კულტურის  ატაშე საულ ჰერნანდესი.
სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი ონიანს, ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორ ვახტანგ ამაღლობელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისა და ამერიკის ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირაკლი ცხვედიანს და დეპარტამენტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების ლექტორ-მასწავლებლებს.
ამერიკის შესწავლის ცენტრიდან მოეწყო  ტელეხიდი ამერიკისმცოდნეობის შესწავლის საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს  პროფესორმა  რიჩარდ ჰორვიციმ,  საულ ჰერნანდესიმ, პროფესორმა ვახტანგ ამაღლობელმა, აწსუ-ს,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტის ამერიკისმცოდნეება.

2010 წლის 16 მარტს უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრი მასპინძლობდა ამერიკელ მწერლებს, ჟურნალ  ,,New Yorker”-ის მხატვრული ლიტერატურის ყოფილ რედაქტორ  დანიელ მენაკერსა და ,,New York Times Magazine”-ის ყოფილ რედაქტორ ქეთრინ ბუტონს. დანიელ მენაკერმა წაიკითხა საჯარო ლექცია ,,თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მიღწევები”. სტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ონიანმა. სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის  ატაშე საულ ჰერნანდესი.